Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სახლში გადაასვენეს

არჩილ ტატუნაშვილი
არჩილ ტატუნაშვილი

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გარდაცვლილის სახლში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში გადაასვენეს. მანამდე, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 20 მარტს გადასცა სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავეს დაბა ახალგორში. 23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. ამ ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ოჯახს, რომელიც დარწმუნებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. გარდაცვალების ვერსია საეჭვოა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას აჭიანურებდა რუსეთში ექსპერტიზის ჩატარების საბაბით.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG