Accessibility links

პარლამენტი ტატუნაშვილის ოჯახს უსამძიმრებს


პარლამენტის 21 მარტის პლენარული სხდომა დაიწყო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მიმართ დეპუტატების სამძიმრის გამოცხადებით. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს წუთიერი დუმილისკენ მოუწოდა.

„რამდენ ხანსაც საქართველო იქნება, იმდენ ხანს გვემახსოვრება არჩილ ტატუნაშვილიც“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გუგული მაღრაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წინა კვირაში გაკეთებულ მიმართვას რუსეთის მიმართ, რომელშიც საუბარი იყო პირდაპირ დიალოგზე აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის თაობაზე, დეპუტატის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის სადისტური მკვლელობის ფონზე, ასეთი განცხადებები „საფრთხეს უქმნის თავად ოკუპაციის სამართლებრივ განზომილებას“.

ემზარ კვიციანმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ კი ტატუნაშვილის საქმეზე პასუხისმგებლობა უსაფრთხოების სამსახურს დააკისრა და მოითხოვა პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ არ არის დაცული ე.წ. საზღვარი, სადაც ფაქტობრივად ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს.

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებსა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხს შეეხება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG