Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ირწმუნება, რომ 11 წლის წინ გაანადგურა სირიის ატომური რეაქტორი


ისრაელის მიერ განადგურებული რეაქტორის ფოტო
ისრაელის მიერ განადგურებული რეაქტორის ფოტო

ისრაელის სამხედრო სარდლობამ პირველად გაამჟღავნა, რომ 2007 წელს საავიაციო დარტყმით გაანადგურა სირიის სავარაუდო ატომური რეაქტორი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა ისრაელისათვის. 11 წლის წინანდელი იერიშის შესახებ ღია საუბარი აღიქმება, როგორც გამაფრთხილებელი მინიშნება ისრაელის მთავარი მოწინააღმდეგის, ირანისათვის, რომელიც აძლიერებს სამხედრო ჩარევას სირიაში. ისრაელმა არაერთხელ დაგმო ირანის მხარდაჭერა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადისადმი და ირანის მძლავრი სამხედრო ძალის ყოფნა ისრაელ-სირიის საზღვრის მახლობლად. გასულ თვეში ისრაელის არმიამ ჩამოაგდო ირანის უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც, თელ-ავივის განცხადებით ისრაელის საჰაეროს სივრცეში შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG