Accessibility links

პარლამენტმა 106 ხმით დაამტკიცა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია


საქართველოს პარლამენტი

„ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ, რომლითაც საქართველოს პარლამენტის 106-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტს.

„ეს რეზოლუცია არის პოლიტიკური ძალის ჩვენებაც. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არაერთი განსხვავებისა და დაპირისპირებისა, შეგვიძლია პრინციპულ საკითხზე შეთანხმება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

ამ რეზოლუციის თანახმად, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა - ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“. პარლამენტი ასევე მთავრობას, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და რაც მთავარია, სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც რეზოლუციის ტექსტის მიმართ გარკვეული შენიშვნები ჰქონდა, საბოლოოდ, თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG