Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას


სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას, რომელიც მოხდა ჩეხეთის ქალაქ კლარუპი ნად ვლტავოიში, პრაღიდან 30 კილომეტრში მდებარე ქიმიურ ქარხანაში, რომელიც პოლონეთის ფირმა სინთოსს ეკუთვნის და ჩეხეთის უნიპეტროლთან ერთობლივ საწარმოს წარმოადგენს. სახანძრო დაცვის რეგიონული სამსახურის პერსმდივნის, ვლადიმირა კერეკოვას თანახმად, დახოცილების გარდა აფეთქებისას ბევრი სერიოზულად დაშავდა. ქალაქის მერის, პეტრ ჰოლეჩეკის თქმით, ქარხანაში აფეთქდა ცისტერნა დაუდგენელი ნივთიერებით. მერმა ჩეხეთის ტელევიზიას უთხრა, რომ „აფეთქებით ქალაქისთვის საფრთხე არ შექმნილა".

XS
SM
MD
LG