Accessibility links

კრემლი ბორის ჯონსონის მიერ პუტინის ჰიტლერთან შედარებას „ამაზრზენს“ უწოდებს


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის გაკეთებული განცხადება „ამაზრზენი“ და „მიუღებელია“. ბორის ჯონსონმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარება 1936 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ ოლიმპიადის მასპინძლობას შეადარა. „ეს ყოვლად ამაზრზენი განცხადებაა. ეს არ ეკადრება არც ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს“ - განაცხადა დმიტრი პესკოვმა. 21 მარტს ბორის ჯონსონი დაეთანხმა ბრიტანელ პარლამენტარს, რომელმაც თქვა, რომ პუტინი, ჰიტლერის მსგავსად, სპორტულ ღონისძიებას საკუთარი იმიჯის გასამყარებად გამოიყენებდა. ამ განცხადებების ფონია რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილის მოწამვლა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. ბრიტანელი ექსპერტების დასკვნით, გამოყენებული იყო რუსული წარმოების ნივთიერება „ნოვიჩოკი.“ სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა და ლონდონიდან გააძევა 23 რუსი დიპლომატი. ანალოგიურ ზომას მიმართა რუსეთმა, რომელიც უარყოფს სკრიპალის მოწამვლასთან კავშირს

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG