Accessibility links

სარკოზი ცილისწამებას უწოდებს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს


საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს, რომ მილიონობით ევრო მიიღო ლიბიის ლიდერ, მუამარ კადაფისგან თავისი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. „ბრალს მიყენებენ ყოველგვარი ფიზიკური მტკიცებულების გარეშე“, განაცხადა სარკოზიმ გაზეთ ფიგაროს 22 მარტის ნომრის თანახმად. სარკოზი აცხადებს, რომ 2011 წლის შემდეგ ცილისწამების ჯოჯოხეთში ცხოვრობს და ბრალდებებს უწოდა სიცრუე. ამ ტექსტის ავთენტურობა სარკოზის ბიუროს არ დაუდასტურებია. 21 მარტს სარკოზი დაკითხა ანტიკორუფციულმა პოლიციამ და წაუყენა წინასწარი ბრალდება 2007 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების, პასიური კორუფციის და ლიბიიდან თანხის მიღების გამო.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG