Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი: აშშ-რუსეთის ურთიერთობაში გარღვევამდე „დიდი გზაა“


A
A

კრემლმა გამოაცხადა, რომ ჯერ კიდევ შორსაა რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობაში გარღვევა მიუხედავად იმისა, რომ საუბრები მიდის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრის შესახებ. ნუ ვილაპარაკებთ გარღვევებზე, ჯერ ვილაპარაკოთ საწყის წერტილზე, რათა დიალოგი დაიწყოს. გარღვევამდე დიდი გზაა, განაცხადა პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა რეპორტიორებთან საუბრისას. 20 მარტის სატელეფონო საუბრისას, როცა ტრამპმა პუტინს დაურეკა და პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევა მიულოცა, თქვა, რომ ისინი არც თუ ისე შორეულ მომავალში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ცივი ომის შემდეგ უმდაბლეს დონეზეა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის და აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG