Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ სავარაუდო ავღანელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


გერმანიის სასამართლომ 22 მარტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჰუსეინ ხავარის, რომელიც ამტკიცებს, რომ ავღანეთიდან არის. ის 2015 წელს დააპატიმრეს ქალაქ ფრაიბურგში 19 წლის ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის. ადრე ხავარის ათწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი საბერძნეთში მკვლელობის მცდელობისთვის. გერმანიაში ვერ დადგინდა ხავარის ვინაობა, წარმომავლობა და ზუსტი ასაკი. ხავარის შემთხვევამ გერმანიაში კანცლერ მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ პროტესტი გააძლიერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG