Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გამოთქვამს „სინანულს“ მოსკოვიდან ევროკავშირის ელჩის გაწვევის გამო


რუსეთში ევროკავშირის ელჩი, მარკუს ედერერი
რუსეთში ევროკავშირის ელჩი, მარკუს ედერერი

კრემლი გამოთქვამს „სინანულს“ ევროკავშირის გადაწყვეტილების გამო, მოსკოვიდან გაიწვიოს თავისი ელჩი მას შემდეგ, რაც ბრიუსელში მივიდნენ დასკვნამდე, რომ „დიდი ალბათობით“ მოსკოვს ეკისრება პასუხისმგებლობა ინგლისში ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლაზე. მოსკოვის რეაქციის შესახებ განცხადება 23 მარტს გააკეთა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. როგორც ევროკავშირის ლიდერებმა მანამდე რამდენიმე საათით ადრე აღნიშნეს, „არ არსებობს დამაჯერებელი ალტერნატიული ახსნა“ იმისა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმაზე. სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოიწამლნენ ინგლისის ქალაქ სოლსბერიში. ბრიუსელში 22 მარტს გამართულ სამიტზე, ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოსკოვიდან გაიწვევენ ელჩს, მარკუს ედერერს. მას კვირის ბოლოს მოელიან ბრიუსელში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG