Accessibility links

ბრიტანეთის მსგავსად რუსი დიპლომატების გაძევებას ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც ემხრობიან


ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში მიიღებენ დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო. გერმანია და საფრანგეთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მოკავშირეებს სანქციებისკენ მოუწოდებენ. იუწყებიან, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს, პარიზში, განაცხადა, რომ პარიზი და ბერლინი განიხილავენ რუსი დიპლომატების გაძევების საკითხს. სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნები ასევე განიხილავენ სხვა ზომებსაც, მაგრამ საუბარი არ არის ახალ ეკონომიკურ სანქციებზე. რუსი დიპლომატების შესაძლო გაძევების შესახებ ასევე განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა. ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის პოზიციას, რომ სერგეი სკრიპალზე სოლსბერიში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG