Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ კოსოვო და ევროკავშირი დაადანაშაულა მოლაპარაკებების ჩაშლაში


23 მარტის გვიან ღამით უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები კოსოვოსა და სერბიის დელეგაციებს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებას. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სერბიის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა უარი თქვა პრესკონფერენციაში მონაწილეობაზე, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთ სერბულ ტელეარხთან საუბარში მოლაპარაკების ჩაშლაში დაადანაშაულა კოსოვო, რომელმაც, ვუჩიჩის თქმით, ჩიხში შეიყვანა 2013 წლის შეთანხმება სერბული უმცირესობისათვის სპეციალური უფლებების მინიჭების თაობაზე. კოსოვოში ყველაზე დიდ უმცირესობას სერბები შეადგენენ, თუმცა ცენტრალური ხელისუფლება მთლიანად ალბანელებითაა დაკომპლექტებული. ვუჩიჩმა 2013 წლის შეთანხმების შეუსრულებლობაში ასევე დაადანაშაულა ევროკავშირიც. კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშმიმ ტაჩიმ არ გააკეთა კომენტარი სერბი კოლეგის ბრალდებაზე. კოსოვოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მხოლოდ იმას, რომ ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაჭიანურება ორ ქვეყანას შორის „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კოსოვოსა და სერბიის ევროპულ მომავალს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG