Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი მხარს უჭერს რუსი დიპლომატების გაძევებას


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაეთანხმა თავის მრჩევლებს, რომლებმაც მას ურჩიეს ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევება რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის დიდ ბრიტანეთში მოწამვლის გამო. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით. დონალდ ტრამპმა პარასკევს ვაშინგტონის შესაძლო ნაბიჯებზე თეთრ სახლში გამართა საგანგებო სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ იუსტიციის, თავდაცვის, ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრები. პარასკევს ევროკავშირის 20 ქვეყანა შეთანხმდა, რომ მხარს უჭერენ რუსი დიპლომატების გაძევებას. ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის პოზიციას, რომ სერგეი სკრიპალზე სოლსბერიში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG