Accessibility links

ჭიათურაში მაღაროელი დაიღუპა


45 წლის მაღაროელი დაიღუპა ჭიათურაში. უბედური შემთხვევა 26 მარტს, დილით მოხდა შუქრუთის მაღაროს გვირაბში, სადაც ლოდები ჩამოიშალა და მაღაროელი ქვეშ მოიყოლა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. მაღაროს მფლობელი კომპანიის, “ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასწარი ინფორმაციით, ჩამოიშალა ჭერის ნაწილი და მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა 45 წლის ზაზა აბრამიშვილი. კომპანიის განცხადებითვე, დეტალურ ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG