Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი ჟურნალისტი რომან სუშჩენკო უარყოფს რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებას


უკრაინელი ჟურნალისტი რომან სუშჩენკო, რომელსაც რუსეთში კიევის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ, ბრალდებას უარყოფს. ამის შესახებ სამშაბათს ტვიტერში დაწერა ბრალდებულის ადვოკატმა მარკ ფეიგინმა. მოსკოვის სასამართლოში გრიფით „საიდუმლო“ დახურულ რეჟიმში იმართება სუშჩენკოს საქმის მოსმენა. სუშჩენკო საფრანგეთში მუშაობდა სააგენტო „უკრინფორმის“ კორესპონდენტად. 2016 წელს ის კერძო ვიზიტით ჩავიდა მოსკოვში, სადაც დააკავეს და ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. რუსეთის უშიშრობის ფედერალური სამსახურის ვერსიით, სუშჩენკო არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და მოსკოვში აგროვებდა ინფორმაციას რუსი სამხედროებისა და რუსეთის გვარდიის მუშაობის შესახებ. კიევში უარყოფენ ამ ვერსიას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ფალსიფიცირებულს“ უწოდებს საქმეს სუშჩენკოს წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG