Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი გამოუცხადეს


ბორჯომის მერიის თანამშრომელთა საპროტესტო აქცია. 2018 წლის, 1 მარტი
ბორჯომის მერიის თანამშრომელთა საპროტესტო აქცია. 2018 წლის, 1 მარტი

ბორჯომის საკრებულოს წევრებმა 19 ხმით ორის წინააღმდეგ თანამდებობიდან გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარე, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით არჩეული ზაზა ჩაჩანიძე. მისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 13-მა და „პატრიოტთა ალიანსის“ 6-მა წევრმა. ბორჯომის საკრებულო საქართველოში ერთადერთია, სადაც უმრავლესობაში არ არიან პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 13 „ქართული ოცნების“ წევრია, 11 „პატრიოტთა ალიანსის,“ 2 „ნაციონალური მოძრაობის“ და თითო-თითო „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის.“ ბორჯომის საკრებულოში კრიზისი 2017 წლის ბოლოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა უარი თქვეს დაემტკიცებინათ მერიის მიერ ინიცირებული, გაზრდილი სახელფასო ნუსხა. საკრებულოს უარის გამო, ხელფასს ვერ იღებენ მერიის თანამშრომლები, რომლებმაც საპროტესტო აქციები გამართეს და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG