Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავთანდილ ხურციძის ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა


ავთანდილ ხურციძე
ავთანდილ ხურციძე

პროფესიულ კრივში მსოფლიოს საჩემპიონო ქამრების მფლობელი ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 27 მარტს გამართულ პროცესზე ადვოკატი ხურციძის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მორიგი პროცესი 4 ივნისს გაიმართება.

2017 წლის ივნისში ნიუ იორკში სამართალდამცავებმა სულ 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი ედებათ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში. მათ შორის ორი ქართველი სპორტსმენიც იყო - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძე კი, მეათე თვეა, პატიმრობაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG