Accessibility links

თბილისის გენერალური გეგმის განხილვას მხოლოდ „ქართული ოცნება“ ესწრება


თბილისი

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმართ არსებულ შენიშვნებს თბილისის მერი კახი კალაძე პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს აცნობს. განხილვას პარლამენტში არ ესწრებიან არც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და არც გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველო“.

თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ მომზადებულ პროექტს მხარს არ უჭერს. თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განმარტებით, არადამაკმაყოფილებელია დოკუმენტაციის-რუკებისა და სხვა ინფორმაციის ხარისხი, მეექვსე ტომის განხორციელების ეტაპები და პროექტის მომზადება კერძო საკუთრების ცნების ინტეგრირების გარეშე და სხვა.

თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების მსჯელობა დედაქალაქის გენერალური გეგმის ხარვეზებზე მედიისთვისაც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG