Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავის აზოტიდან“ დათხოვნილებმა სასამართლო მოიგეს


“აზოტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელის განხილვა, 19 მარტი
“აზოტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელის განხილვა, 19 მარტი

„რუსთავის აზოტს“ დაევალა ქარხნიდან გათავისუფლებული 56 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და მათთვის განაცდურის ანაზღაურება. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო. „აზოტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში იცავდა პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა.

„რუსთავის აზოტიდან“ 2016 წელს სულ 350 მუშა გაათავისუფლეს, პროფკავშირებთან ერთად სამართლებრივი დავის გაგრძელების გადაწყვეტილება კი საბოლოოდ 57-მა მიიღო. პროფკავშირების თანახმად, მათგან ერთი პირი რამდენიმე თვის წინ, სამართლებრივი დავის პერიოდში გარდაიცვალა.

„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშების მხარდასაჭერად ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG