Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით დონდუა: არაფრის დათმობას არ ვაპირებთ


დავით დონდუა
დავით დონდუა

„ბოლო დღეებში და, მათ შორის, დღესაც იწერება და ითქმება ბევრი სრულიად არაადეკვატური განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ აქ საქართველოს წარმომადგენლები ჟენევაში ვცდილობთ, მზად ვიყოთ რაღაც გარიგებაზე, წავიდეთ რაღაც დათმობაზე, გავაფორმოთ რაღაც შეთანხმებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და ამით მათ ლეგიტიმაცია გავუკეთოთ. ეს რეალობასთან ახლოსაც არ დგას, არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს“, - განუცხადა მედიას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით დონდუამ. მისი განმარტებით, 28 მარტს პირველ სესიაზე, დღის წესრიგს მიღმა, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა შეთანხმებულად გააკეთეს პროვოკაციული განცხადებები, რამაც ნათელი გახადა, რომ ისინი მზად არ არიან კონსტრუქციული დიალოგისთვის და მოლაპარაკებების არასწორი მიმართულებით წაყვანასა და საბოლოოდ მის ჩაშლას აპირებენ. „მოდით, საბოლოოდ ჯერ ნუ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ მთავარი განხილვები იქნება აწი, მაგრამ ის, რაც მოხდა, უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ თუ ვინმე იყო კუთხეში მომწყვდეული, ეს არა ჩვენ, არამედ სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა დავით დონდუამ და დასძინა, რომ საქართველოს ძალისხმევა იყო და არის მიმართული იმისკენ, რომ პროგრესს მივაღწიოთ ძალის არგამოყენების შეთანხმების საკითხზე, თუმცა მოსკოვის წარმომადგენლები არ არიან მზად ამ პროგრესისთვის. დავით დონდუა ამბობს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, მთავარი განხილვები წინაა და მოვლენების განვითარების პროგნოზირება ჯერ ნაადრევია. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი ორი დღეა გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG