Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაკრძალეს ხანძრის შედეგად დაღუპულთა ნაწილი


რუსეთში 28 მარტს, რომელიც გლოვის დღედ არის გამოცხადებული, დაკრძალეს ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ნაწილი. საგანგებო მდგომარეობათა მინისტრის მოადგილე ვლადლენ აქსიონოვმა განაცხადა, რომ სამინისტროს არ მიუღია ახალი შეტყობინებები დაკარგულთა შესახებ და რომ დასტურდება 64 ადამიანის დაღუპვის ფაქტი. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, 25 მარტს ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა, მათგან 25 საავადმყოფოში იმყოფება. უკვე იდენტიფიცირებულ 27 დაღუპულს შორის არის 13 ბავშვი. ოფიციალური პირების განმარტებით, დანარჩენთა ვინაობის დადგენას შესაძლოა დნმ-ის ანალიზი დასჭირდეს და, შესაბამისად, მოელიან იდენტიფიცირების პროცესის ორ კვირამდე გაგრძელებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG