Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში თავს დაესხნენ ორგანიზაცია „მემორიალის“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს


სირაჟუტდით დაციევი 2018 წლის 28 მარტს მასზე თავდასხმის შემდეგ
სირაჟუტდით დაციევი 2018 წლის 28 მარტს მასზე თავდასხმის შემდეგ

რუსეთში „სასტიკად სცემეს“ ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, სირაჟუტდინ დაციევი. ის სათავეში უდგას "მემორიალის" დაღესტნის ოფისს. თავდასხმა, რომელიც უკვე დაგმო საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლმა“, „მემორიალის“ შეფასებით, უკავშირდება დაციევის საქმიანობას. „მემორიალის“ განცხადებით, 28 მარტს, როცა დაციევი მახაჩყალაში თავისი სახლიდან გადიოდა, მას უკნიდან თავში ძლიერი დარტყმა მიაყენა დაუდგენელმა პირმა. ამ თავდასხმამდე ორი თვით ადრე, ასევე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს „მემორიალის“ დაღესტნის ოფისის კუთვნილ ავტომანქანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG