Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსში მოსწავლეებს უფასოდ ურიგებენ ხილ-ბოსტნეულსა და რძეს


კვიპროსის მინისტრთა საბჭომ ხუთშაბათს დაამტკიცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა სასკოლო პროგრამის განხორციელების თაობაზე, რომელიც ხილ-ბოსტნეულისა და რძის უფასოდ დარიგებას ითვალისწინებს საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. პროექტის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 870 ათას ევროს, მათგან 790 ათასი ევროკავშირის მიერ ფინანსდება. ეს პროგრამა ნაწილია კვიპროსის ექვსწლიანი სტრატეგიისა, რომელიც 2023 წლამდე გრძელდება. მისი მიზანია, გააუმჯობესოს ბავშვების კვების ჩვევები და მათი დამოკიდებულება ახალი საკვებისა და რძის მოხმარების მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG