Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა "კრიმინალურ ავტორიტეტს" ზაქარია კალაშოვს


ზაქარია კალაშოვი
ზაქარია კალაშოვი

მოსკოვის სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტი“ ზაქარია კალაშოვი, მეტსახელად „შაქრო მოლოდოი“ და 9 წლით და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კალაშოვი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. 65 წლის „კრიმინალური ავტორიტეტი,“ რომელიც თბილისშია დაბადებული, დამნაშავედ ცნეს მოსკოვის რესტორნის, Elements-ის მფლობელისთვის 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში. სასამართლომ დამნაშავედ აღიარა კალაშოვის თანაშემწედ ცნობილი ანდრეი კოჩუიკოვიც, მეტსახელად „იტალიელი“ და 8 წლით და 10 თვით პატიმრობა მოიუსაჯა. კალაშოვის სახელს უკავშირდება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში არსებული კორუფციის რეზონანსული საქმეც. ერთ-ერთი საქმის გამოძიების შეწყვეტის სანაცვლოდ „კრიმინალური ავტორიტეტისგან“ ქრთამის აღებაში ბრალდებულია საგამოძიებო კომიტეტის სამი მაღალჩინოსანი, რომლებიც 2016 წლის ივლისში დააკავეს. ზაქარია კალაშოვი რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერად ითვლება.

XS
SM
MD
LG