Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში ითხოვენ ციხეში გაჩენილი ხანძრის გამოძიებას, რომელსაც 68 ადამიანი ემსხვერპლა


ვენესუელის უფლებადამცველები და დაღუპულთა ოჯახის წევრები გამოძიების დაწყებას ითხოვენ ციხეში მომხდარ ამბოხთან და შემდეგ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვენესუელის გენერალურმა პროკურორმა 29 მარტს განაცხადა, რომ ოთხი პროკურორი გამოიძიებს, თუ ზუსტად რა მოხდა დედაქალაქიდან 150 კილომეტრში მდებარე ქალაქ ვალენსიის ციხეში. ვენესუელის პატიმართა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტარეკ უილიამ სააბის ცნობით, ხანძარი გამოიწვია ციხიდან გაქცევის მცდელობამ - რამდენიმე დაკავებულმა ლეიბს მოუკიდა ცეცხლი. 28 მარტს დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები დაუპირისპირდნენ პოლიციას მას შემდეგ, რაც ვერ მიიღეს ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. „ვენესუელის ციხეთა ობსერვატორიამ“, პატიმართა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ 29 მარტს განაცხადა, რომ ისინი ხელისუფლებას დიდი ხანია აფრთხილებენ ციხეებში არსებული სავალალო ვითარების შესახებ.

XS
SM
MD
LG