Accessibility links

თბილისში ძიუდოს “გრან პრი” იწყება


საქართველო ძიუდოს “გრან პრიზე” იასპარეზებს ლაშა შავდათუაშვილი (ფოტო: ლონდონის ოლიმპიური თამაშები)

30 მარტიდან, 1 აპრილის ჩათვლით, საქართველო ძიუდოს “გრან პრის” უმასპინძლებს. პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და მედლებისთვის ბრძოლაში 38 ქვეყნის 302 ძიუდოისტი ჩაებმება. საპრიზო სამეულები მამაკაცთა და ქალთა 7-7 წონით კატეგორიაში შეივსება. საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე სულ 39 სპორტსმენი გავა (28 კაცი და 11 ქალი). სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, თბილისის გრან პრიზე გუნდის თითქმის ყველა გამოცდილი წევრი იჭიდავებს. ოპტიმალურ განაცხადს მხოლოდ ოთხი ძიუდოისტი დააკლდება: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი (სამივე 90 კილოგრამი წონითი კატეგორია) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ).

ტურნირის პირველ დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება. კაცებში 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში - 48, 52 და 57 კილოგრამებში. წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი - 16:00 საათზე.

თბილისის გრან პრის შედეგების მიხედვით გამოიკვეთება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც აპრილის ბოლოს ისრაელში გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG