Accessibility links

რუსეთის პროკურატურა ულტრაკონსერვატორი ცეცხლის წამკიდებლებისთვის თავისუფლების აღკვეთას ითხოვს


რუსეთის პროკურატურამ თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა ულტრაკონსერვატიული დაჯგუფების სამი წევრისათვის, რომლებმაც კინოფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლა ცეცხლის წაკიდებით სცადეს. ფილმი „მატილდა“ რუსეთის მომავალი მეფის, ნიკოლოზ მეორისა და ახალგაზრდა ბალერინას სასიყვარულო ურთიერთობას ასახავს. სამივე ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს სექტემბერში განხორციელებულ თავდასხმაში, როდესაც ფილმის რეჟისორის ადვოკატების ოფისის წინ ორ მანქანას წაუკიდეს ცეცხლი. ფილმს რადიკალური მართლმადიდებელი და მონარქისტული დაჯგუფებები აპროტესტებდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG