Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვომ თურქეთს გადასცა ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული 6 ადამიანი


კოსოვოში დააკავეს თურქეთის 6 მოქალაქე იმ სკოლებთან თანამშრომლობის გამო, რომლებსაც, ანკარის მტკიცებით, კავშირი აქვთ სასულიერო პირ ფეთჰულა გიულენთან. გიულენს ერდოღანის ხელისუფლება ადანაშაულებს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში. კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ამ პირებს გაუუქმდათ ქვეყანაში ცხოვრების ნებართვა, თუმცა ამის მიზეზი არ განუმარტავთ. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით თურქეთის სადაზვერვო სააგენტომ ექვსივე კერძო თვითმფრინავით დააბრუნა ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG