Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა კოსოვოს პრემიერი


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მკაცრი კრიტიკა გამოთქვა კოსოვოს პრემიერ-მინისტრის მიმართ იმის გამო, რომ რამუშ ჰარადინაიმ ექვსი თურქი მოქალაქის დაპატიმრებითა და დეპორტაციით უკმაყოფილება გამოხატა და დაითხოვა კოსოვოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები. თურქეთის მოქალაქეები დაკავშირებული იყვნენ ფეთულა გიულენის იმ მოძრაობის სკოლებთან, რომლებსაც ანკარა 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. ერდოანმა 31 მარტს განაცხადა, რომ ის „წუხს“, და რომ პრემიერ-მინისტრი ჰარადინაი „გადაიხდის“ იმის გამო, რომ სამსახურიდან მოხსნა ორი მინისტრი, რადგან მათ ექვსი თურქი მოქალაქე დააკავეს და მისი ნებართვის გარეშე გაუკეთეს მათ დეპორტაცია. ჰარადინაიმ, რომელმაც თქვა, რომ არ იცოდა ოპერაციის შესახებ, დაიწყო საქმის გამოძიება „ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ექვსი თურქის დაკავებასა და დეპორტაციასთან“. ერდოანი ეკითხება კოსოვოს პრემიერს: „ვისი ინსტრუქციით გააკეთეთ ეს? როდის მერე იცავთ მათ, ვინც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა? და აღნიშნავს, რომ აშშ-ის მერე თურქეთი მეორე ქვეყანა იყო, რომელმაც კოსოვო აღიარა. „როგორ შეგიძლიათ დაიცვათ ისინი, ვინც კოსოვოს მოძმე ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას ცდილობდნენ? ამაზე პასუხის გაცემა მოგიწევთ“, მიმართავს თურქეთის პრეზიდენტი კოსოვოს პრემიერს. თურქეთი, სერბიის ყოფილი ოლქის, კოსოვოს, აღმშენებლობის მთავარი მონაწილეა. "ჰიუმან რაიტს უოჩმა" გააკრიტიკა კოსოვო თურქეთის მოქალაქეების დაკავების და თურქეთისთვის გადაცემის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG