Accessibility links

ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულეს


ლაშა ტალახაძე

საქართველოს ჰიმნით დაიხურა ძალოსნობაში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი, რომელსაც 26 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით მასპინძლობდა რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი. ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე 10 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა ამ რანგის შეჯიბრებაზე პირველად დაიკავა პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში. ევროპის ჩემპიონატი დასრულდა მძიმეწონოსანთა კონკურენციით, სადაც ფავორიტი ლაშა ტალახაძე იყო. ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლებს დაეუფლა და ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ლაშა ტალახაძემ ვერცხლის პრიზიორს, ჩეხ ჟირი ორსაგს 40 კილოგრამით აჯობა. მძიმე წონაში ევროპის 2015 წლის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდში კი მე-4 ადგილი დაიკავა. ლაშა ტალახაძის გარდა, ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონები გახდნენ: შოთა მიშველიძე (62 კგ), რეზი დავითაძე (69 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (90 კგ).

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG