Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აძევებს ჩერნოგორიელ დიპლომატს „სკრიპალის საქმის“ გამო


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გააძევებს ჩერნოგორიელ დიპლომატს ბალკანეთის ამ ქვეყნიდან რუსეთის წარმომადგენლის გაძევების პასუხად. ჩერნოგორია შეუერთდა ლონდონისა და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილებას რუსი დიპლომატების გაძევების თაობაზე. ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებენ ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში, რასაც მარტის დასაწყისში ჰქონდა ადგილი ინგლისი ქალაქ სოლსბერიში. სკრიპალის საქმეზე დასავლეთის 19 ქვეყანამ სულ ცოტა 150-ი რუსი დიპლომატი გააძევა. მოსკოვი, რომელიც უარყოფს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში მონაწილეობას, „სარკისებური პასუხით“ ემუქრება ყველა ქვეყანს, საიდანაც რუს დიპლომატებს აძევებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG