Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად დევდარიანი სასამართლოში ჩივის


ზვიად დევდარიანის და მისი ადვოკატის პრესკონფერენცია
ზვიად დევდარიანის და მისი ადვოკატის პრესკონფერენცია

ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანი მისი და მისი ოჯახის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართავს. საგანგებო პრესკონფერენციაზე, მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ ზვიად დევდარიანის პირადი მიმოწერის გასაჯაროვებით ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაულიც, რის გამოც ზვიად დევდარიანი კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ საჭიროა მკაცრად გაივლოს წითელი ხაზები შანტაჟს, მუქარასა და შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას შორის და არც ერთი ნაბიჯი რეაგირების გარეშე არ დარჩეს. დიმიტრი გაბუნია აღნიშნავს, რომ ზვიად დევდარიანი მზადაა თავისი პოზიციების დასაცავად უახლოეს მომავალში გამოცხადდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და პასუხები გასცეს გამომძიებლების შეკითხვებს საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგ ფაქტზე, ადევნების მუხლით აღიძრა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი, ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა. სპეციალურ განცხადებაში ქალთა მოძრაობა მიუთითებდა, რომ 16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში მოძრაობის წევრები მისი მხრიდან სექსუალური შევიწროვების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG