Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინდელის შახტის მფლობელი: ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი ტექნოგენური კატასტროფაა


ტყიბულელი მაღაროელები
ტყიბულელი მაღაროელები

ტყიბულის მინდელის შახტის მფლობელმა კომპანიამ, „საქნახშირმა“ ღრმა მწუხარება გამოთქვა 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა დაღუპული მეშახტეების ოჯახებს. „საქნახშირის“ ინფორმაციით, „5 აპრილს, დახლოებით 03:50 საათზე დასავლეთ მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში +300 ჰორიზონტზე, სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა - გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება.“ კომპანიის წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბებში გავრცელდა და სწორედ ამას მოჰყვა ტრაგიკული შედეგი - 6 თანამშრომლის დაღუპვა და სამის დაშავება. „საქნახშირის“ მტკიცებით, მიუხედავად კომპანიის ძალისხმევისა ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, რადგან სავარაუდოდ, ადგილი ქონდა ტექნოგენურ კატასტროფას. კომპანიის ინფორმაციით,
შექმნილია მოკვლევის ჯგუფი და მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც საბოლოოდ დაადგენს ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს. „საქნახშირი“ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG