პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰიდ აბასი 6 აპრილს ავღანეთს ეწვევა. ეს ძალიან მნიშნელოვანი ვიზიტია, რომლის მიზანიც მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვაა. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით აბასი ქაბულში მთელ დღეს დაჰყოფს და ილაპარაკებს საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის, ქაბულსა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების შუამავლობაზე. აბასი პრემიერ-მინისტრი გასულ წელს გახდა და ეს მისი ამ რანგში პირველი ვიზიტია ავღანეთში.
ყველაზე პოპულარული
1