Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიის ყოფილი ლიდერი პუჩდემონი გერმანიის ციხიდან გაანთავისუფლეს


გერმანიის ციხიდან გაანთავისუფლეს კატალონიის ყოფილი ლიდერი პუჩდემონი, მას შემდეგ, რაც მან სასამართლოს მიერ დაკისრებული 75 ათასი ევროიანი გირაო გადაიხადა. ის ელის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი ესპანეთშ ექსტრადიციასთან დაკავშირებით. 55 წლის პუჩდემონი ჩრდილოეთ გერმანიაში, ნოიმიუნსტერის ციხეში იყო დაკავებული თითქმის ორი კვირის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მან დანიასთნ საზღვარიგადმოკვეთა. პუჩდემონმა ციხის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს „მთელს მსოფლიოში“. ესპანეთი პუჩდემონს ბრალს სდებს ამბოხებაში და გაფლანგვაში, რადგან სწორედ მისი ორგანზიებული იყო არასანქცირებული რეფერენდუმი კატალონიის დამოუკიდებლობასთნ დაკავშირებით. 5 აპრილს შლეზვიგ-ჰოლშტაინის რეგიონის სასამართლომ უარი განაცხადა პუჩდემონის ექსტრადიციაზე ამბოხების ორგანიზების გამო, თუმცა განაცხადა, რომ მისი ესპანეთისთვის გადაცემა შესაძლებელი იყო გაფლანგვის ბრალდებით. ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ესპანეთი პატივს სცემდა გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG