Accessibility links

EMC: მინდელისა და ძიძიგურის შახტებში უსაფრთხოების კუთხით სისტემური პრობლემებია


„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ცნობით, შპს „საქნახშირის“კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის სამთო-მომპოვებელ შახტებში, ასევე საწარმოს მფლობელობაში არსებულ გამამდიდრებელ ფაბრიკებში სისტემური პრობლემები არსებობს დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით. ცენტრის ინფორმაციით, მათ გააანალიზეს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ანგარიშები, რომლებიც 2016 და 2017 წელს ჩატარებულ შემოწმებეს ეყრდნობა. EMC-ს ცნობით, ანგარიშში ნათვამია, რომ „შპს „საქნახშირის“ კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG