საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უპრეცედენტოს უწოდებს აშშ-ს მიერ რუსი მაღალჩინოსნებისა და ბიზნესმენებისთვის6 აპრილს დაწესებულ სანქციებს. მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპს უწოდებს „კერკეტ კაკალს“ და გახარებულია, რომ სანქციები შეეხო დერიპაკსას, რომელმაც, გავრცელებული ცნობით, სანქციების გამოცხადების შემდეგ თავისი კაპიტალის მეოთხედი დაკარგა. „დერიპასკა მანაფორტთან ერთად ჩემს წინააღმდეგ პროპაგანდისტულ კამპანიას ეწეოდა საერთაშორისო პრესაში. ბრავო, დონალდ ტრამპ“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. 6 აპრილს, აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 24 მოქალაქეს და 14 კომპანიას. მათ შორის არიან არიან „გაზპრომის“ და „ვნეშტორგბანკის“ ხელმძღვანელები, ალექსეი მილერი და ალექსეი კოსტინი. უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ კოლოკოლცევი, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, ვიქტორ ზოლოტოვი, დუმის დეპუტატი კონსტანტინ კოსაჩოვი და მილიარდერები ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი და ვიქტორ ვექსელბერგი.
ყველაზე პოპულარული
1