Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა „შეთითხნილი“ უწოდა ცნობას სირიაში მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოგონილს უწოდებს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობას და აცხადებს, რომ ყალბ ცნობების საფუძველზე ნებისმიერი სამხედრო მოქმედება „შესაძლოა სერიოზული შედეგით“ დასრულდეს. ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ ცნობით სავარაუდო ქიმიური იერიშის შედეგად დამასკთან ახლომდებარე ქალაქი დუმაში 40-დან 70-კაცამდე დაიღუპა. სამაშველო ორგანიზაცია სირიის ამერიკელ ექიმთა ასოციაცია და ქალაქ დუმის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ერთობლივი ცნობის თანახმად კი ეს ციფრი 49-ს შეადგენს. ამ ინფორმაცის უარყოფენ სირიის მთავრობა და რუსეთის სამხედრო სარდლობა, რომელიც აქტიურ დახმარებას უწევს სირიის ლიდერ ბაშარ ასადს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG