Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა პუტინს, რუსეთსა და ირანს დააკისრა პასუხისმგებლობა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინს, რუსეთსა და ირანს დააკისრა პასუხისმგებლობა სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის.

ტრაპის თქმით, ასადს ძვირად უნდა დაუჯდეს ჩადენილი ბოროტმოქმედება.

რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას მკაცრად დაგმო მომწამვლელი გაზის გამოყენება ღუტაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაგმო დუმაში, რის მიღმაც, ანკარის აზრით, დგას სირიის რეჟიმი, რომელიც ადრეც ცნობილი იყო ქიმიური იარაღის გამოყენებით.

რიგი საქველმოქმედო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ სირიის ავიაციის მიერ ქალაქ დუმის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშებისას გამოყენებულ იქნა ქლორიანი გაზი. შესაძლოა, ქიმიურ იარაღს 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა. სირიის ხელისუფლება უარყოფს ამას. ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობას „შეთითხნილს“ უწოდებს მოსკოვიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG