Accessibility links

სირიის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, დაიბომბა სამთავრობო ძალების საავიაციო ბაზა


სირიის სახელმწიფო მედიასაშუალებებით 9 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიში განხორციელდა ჰომსის პროვინციაში, სირიის სამთავრობო ძალების საავიაციო ბაზაზე. მათივე ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტებმა 8 რაკეტა ჩამოაგდეს. საინფორმაციო სააგენტო „სანა“ იუწყება, რომ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა, დაღუპულთა რაოდენობას არ ასახელებს. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერი ირანელი მებრძოლები. სირიის სახელმწიფო მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობებით, ჰომსის საავიაცო ბაზის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში სავარაუდოდ, ამერიკელმა სამხედროემა განახორციელეს. თავის მხრივ, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ უარყო, რომ ამერიკელ სამხედროებს კავშირი აქვთ სირიის არმიის ბაზაზე სარაკეტო დარტყმასთან. პენტაგონის განცხადებით, ამჟამად აშშ სირიაში არ ახორციელებს არანაირ საჰაერო იერიშებს და მხარს უჭერს დიპლომატიურ ძალისხმევას, რომლის მიზანია პასუხი აგონ მათ, ვინც სირიაში ქიმიურ იარაღს იყენებს. არაბულმა ტელეარხმა Al Mayadeen-მა, რომელიც ლიბანიდან მაუწყებლობს, 9 აპრილს გაავრცელა ცნობა, რომ სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე საავიაციო ბაზაზე სარაკეტო იერიშის დროს, სირიისა და ლიბანის საზღვართან, ჰაერში იმყოფებოდნენ ისრაელის არმიის საბრძოლო თვითმფრინავები. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი თქვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG