Accessibility links

გერმანიას სურს საქართველო აღიაროს უსაფრთხო ქვეყნად


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი აპირებს მიაღწიოს ქვეყნის კოალიციური მთავრობის მიერ საქართველოს და სომხეთის აღიარებას უსაფრთხო ქვეყნებად. ამ სტატუსის მიღების შემდეგ, დაჩქარდება საქართველოდან და სომხეთიდან თავშესაფრის მთხოვნელთა განაცხადების განხილვის პროცედურა და უარის შემთხვევაში, მათი დეპორტაცია. 9 აპრილს, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, შტეფან მაიერმა მედიაჰოლდინგ Funke-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს და სომხეთის მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა, დადებით პასუხს იღებს ძალიან ცოტა. შტეფან მაიერის თქმით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება დროული გადაწყვეტილება იქნება, მით უმეტეს, რომ ამას უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს მთავრობაც. გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა საქმეების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა საქართველოს 3462-მა და სომხეთის 3857-მა მოქალაქემ. გერმანიის საელჩომ საქართველოში, 2018 წლის მარტში განაცხადა, რომ იანვარში გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ და მათგან უარი მიიღო თითქმის 100%-მა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG