Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კემეროვოში ხანძრის შემდეგ თანამდებობიდან გადამდგარი გუბერნატორი ახალ პოსტზე დაინიშნა


რუსი ვეტერანი პოლიტიკოსი ამან ტულეევი კემეროვოს რეგიონული საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ დაინიშნა რვა დღეში მას შემდეგ, რაც გადადგა გუბერნატორის პოსტიდან კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძართან დაკავშირებული ტრაგედიის ფონზე. ხანძარმა 64 ადამიანი შეიწირა, მათ შორის 41 ბავშვი. კემეროვოს ოლქში, სადაც - როგორც რუსეთის დანარჩენ რეგიონებში - მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთი" დომინირებს, ტულეევი სახალხო დეპუტატთა საბჭოს წევრად აირჩიეს 10 აპრილს. მის კანდიდატურას მიემხრო 38 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო ერთი. 73 წლის ტულეევი 1997 წლიდან იყო კემეროვოს ოლქის გუბერნატორი. ის გადადგა 1 აპრილს, რადგან, მისივე თქმით, „მორალურად შეუძლებელი“ იყო თანამდებობაზე დარჩენა 25 მარტის ხანძრის შემდეგ. მანამდე მას არაერთხელ მოუწოდეს გადადგომისაკენ. ტულეევისა და მისი გუნდის მიმართ კრიტიკა გაისმა მრავალათასიან დემონსტრაციაზეც, რომელიც ხანძრის შემდეგ ორ დღეში გაიმართა გუბერნატორის ოფისთან. 3 აპრილს ტულეევმა დეპუტატთა საბჭოს მანდატი მიიღო, ხოლო თავმჯდომარედ აირჩიეს მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი გადადგა და გამოაცხადა, ტულეევი იმსახურებს ამ პოსტზე ყოფნასო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG