Accessibility links

რუსეთმა დაბლოკა აშშ-ის მიერ გაეროში შეტანილი რეზოლუციის პროექტი სირიის თაობაზე


რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვასილი ნებენზია

რუსეთმა დაბლოკა აშშ-ის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში შეტანილი რეზოლუციის პროექტი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. როგორც იტყობინებიან, რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა და ბოლივიამ, ჩინეთმა თავი შეიკავა. ვინაიდან რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, მის მისი უარყოფითი ხმით დოკუმენტის პროექტს ვეტო დაედო. მანამდე გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ სირიაში ქიმიური იერიშის შესწავლის შესახებ რეზოლუციის პროექტის შემუშავებისას აშშ-მა დამატებითი ძალისხმევა გამოიჩინა საიმისოდ, რათა გაეთვალისწინებინა რუსეთის აზრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG