Accessibility links

ტრამპი: "მოემზადე, რუსეთო", რადგან სირიაში რაკეტები იქნება


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შესაძლოა მოახლოებული იყოს სარაკეტო თავდასხმა სირიაზე - მან "ტვიტერით" გაავრცელა განცხადება, რომლითაც სირიის მთავრობის მოკავშირე რუსეთს ეუბნება "მოემზადოს", რადგან "რაკეტები იქნება". 11 აპრილს გავრცელებულ შეტყობინებაში ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხარდაჭერის გამო - მან მოსკოვს ბრალი დასდო "ცხოველის" მხარდაჭერაში, რომელიც საკუთარ ხალხს ხოცავს "და ეს მოსწონს". ტრამპის მესიჯი ეხებოდა რუსეთის სამხედრო პირების და დიპლომატების მიერ ახლახან გამოთქმულ გაფრთხილებებს, რომ აშშ-ის მიერ სირიაში ნასროლ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებენ და მიზანში ამოიღებენ რაკეტების გამშვებ მოწყობილობებს - გემები იქნება ეს, თვითმფრინავები თუ სხვა. "რუსეთი აცხადებს, რომ ჩამოაგდებს სირიისთვის ნასროლ ნებისმიერ და ყველა რაკეტას" - წერს ტრამპი და დასძენს - "მოემზადე რუსეთო, რადგან ისინი იქნება, კარგები, ახლები და 'ჭკვიანები'! არ უნდა იყო პარტნიორი გაზით მხოცავი ცხოველისა, რომელიც საკუთარ ხალხს კლავს და ეს მოსწონს"!. ტრამპი აქ გულისხმობდა ასადს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ადანაშაულებს 7 აპრილს სავარაუდოდ მომწამვლელი გაზით განხორციელებულ თავდასხმაში, რომელსაც, სამედიცინო პერსონალის ცნობით, ემსხვერპლა ათობით სამოქალაქო პირი, მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ქალაქ დოუმაში, დამასკთან ახლოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-მა მიზანში "ტერორისტები" უნდა ამოიღოს და არა ასადის ძალები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG