Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა სერბი ნაციონალისტი ლიდერის გამამართლებელი განაჩენი


გაეროს სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა სერბი ნაციონალისტი პოლიტიკოსის, ვოისლავ შეშელის გამამართლებელი განაჩენი, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებებთან დაკავშირებით და მას ათი წლით მიუსაჯა პატიმრობა - თუმცა იქვე განაცხადა, რომ შეშელს ეს სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. სასამართლოს მიერ 11 აპრილს გავრცელებული განჩინებით, შეშელმა ეს სასჯელი მოიხადა 2003-2014 წლებში, როცა ჰააგაში იმყოფებოდა პატიმრობაში. შეშელი არ ესწრებოდა განაჩენის გამოცხადებას. გაეროს პროკურორები სასამართლოს სთხოვდნენ შეშელი დამნაშავედ მიეჩნია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სამ და ომის ექვს დანაშაულში და მისთვის ან 28 წლით მიესაჯა პატიმრობა, ან ხელახალი სასამართლოს ბრძანება გაეცა. შეშელს ბრალად ედებოდა დანაშაულების ჩადენა არასერბი მოსახლეობის წინააღმდეგ ხორვატიაში, სერბიის ვოივოდინის რეგიონში და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ბალკანეთის ომების დროს, რასაც ადრეულ 1990-იან წლებში იუგოსლავიის დაშლა მოჰყვა. შეშელი ბრალდებებს უარყოფდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG