Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევი ზედიზედ მეოთხედ გახდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი


ილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 11 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 86%-ით გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. არჩევნებში მონაწილეობდა კიდევ 7 კანდიდატი. ხუთი მათგანი წარდგენილი იყო პოლიტიკური პარტიების მიერ, ერთი საინიციატივო ჯგუფიდან, ერთი კი კენჭს დამოუკიდებლად იყრიდა. აზერბაიჯანის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 12 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ამ 7 კანდიდატიდან ყველაზე მეტი ხმა - 3,11% მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ზაჰიდ ორუჯმა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 74,51% შეადგინა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს ძირითადმა ოპოზიცურმა პარტიებმა. 11 აპრილს ღამით, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას მიმართა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ხალხმა აირჩია სტაბილურობა, უსაფრთხოება და განვითარება. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანს 2003 წლიდან მართავს. მას ადგილობრივი ოპოზიცია და საერთაშორისო ორგანიზაციები ადანაშაულებენ ავტორიტარიზმში და განსხვავებული აზრის, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დევნაში. 2016 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანის პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა გაზარდა ხუთიდან შვიდ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG