Accessibility links

საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის სარგებლის სრულად ათვისებაზე შეთანხმდნენ


China flag Moon

საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლიმენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახურის თანახმად, შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ჩინეთის კომერციის მინისტრის ჭუნ შანს შორის პეკინში გაიართა, აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი. ამისთვის კი ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სამთავრობო და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში იგი მოხსენებით გამოვიდა ჩინეთის სახალხო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელზეც „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმების განიხილეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG