Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმაში შევიდა საპასუხო სანქციების კანონპროექტი


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ინიცირებულია კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ საპასუხო სანქციების დაწესების შესახებ. კანონპროექტის თანახმად, რუსეთის მთავრობა უფლებამოსილია ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის სანქციები აამოქმედოს-კერძოდ, აუკრძალოს ან შეუზღუდოს რუსეთში მუშაობის უფლება ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებს, მათ შორის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. ამას გარდა, კანონპროექტში საუბარია ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან მედიკამენტების,თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ნედლეულის იმპორტის შეზღუდვაზე. დოკუმენტის ავტორები მოითხოვენ ასევე შეწყდეს საერთაშორისო თანამშრომლობა ატომური ენერგიის, ავიამშენებლობისა და სარაკეტო-ძრავების წარმოების სფეროში.

კანონპროექტის განხილვა რუსეთის სახემწიფო სთათბიროში 16 აპრილს, რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები რუსეთის 14 კომპანიისა და 24 მოქალაქის, ბიზნესმენებისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ 6 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში კრემლის ჩარევის გამო შემოიღო

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG