Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში შევიდა საჩივარი მოხის მეჩეთის საქმეზე


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტმა მოხის მეჩეთის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს-გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა. ადგილობრივი მუსლიმების სახელით, ცენტრი არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მიმართ რესტიტუციის დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის შესაბამისი მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს.

მოხეში მდებარე ისტორიული შენობის გადმოცემას ადგილობრივი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვდა. 2014 წელს კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შენობის დემონტაჟის პროცესი დაიწყო, რასაც მუსლიმების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულის შემდეგ საპატრიარქომ შენობის კონფესიურ კუთვნილებაზე გამოთქვა პრეტენზია, რის საფუძველზეც იგი მთავრობამ სადავო ნაგებობად მიიჩნია. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შენობას სადავო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კონფესიური წარმომავლობის შესწავლის გარეშე მიანიჭა, ადგილობრივ მუსლიმ თემს კი სოფელში ახალი მეჩეთი აუშენა. მუსლიმი თემის ნაწილი გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და ლოცვას ღია ცის ქვეშ განაგრძობს.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მოსარჩელეები რესტიტუციის პოლიტიკის დისკრიმინაციულობას ასაჩივრებენ, თანასწორობის პრინციპების დაცვასა და რელიგიურ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული დავების ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფილი სამართლიანი მექანიზმით გადაჭრას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG