Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის კრიზისზე დღესაც შეიკრიბება


სირიის კრიზისთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭო დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება საგანგებო სხდომაზე, რომელიც რუსეთის მოთხოვნით დაინიშნა. გაეროში რუსეთის წარმომადგენლის, ვასილი ნებეზნიას განცხადებით, დღეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თავიდან აირიდოს ომი, რომელშიც, მისი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩაერთვებიან.

ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და ბრიტანეთი განიხილავენ შესაძლო ზომებს, მათ შორის სამხედრო ჩარევას სირიის ქალაქ დუმაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ. საფრანგეთი აცხადებს, რომ მას აქვს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის სამხედრო ძალები არიან დამნაშავენი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი კი ამბობს, რომ მას აქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო და მასში უშუალო მონაწილეობა მიიღო ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა, რომელიც რუსოფობიური კამპანიის პირველ რიგებში ყოფნისაკენ მიისწრაფვის. მედიაში ვრცელდება ცნობებიც იმის შესახებ, რომ ბაშარ ასადმა სირია დატოვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG